პროექტის მოკლე აღწერა:
მოსწავლეები შექმნიან თავიანთი სამუშაო დღის განრიგს
პროექტის შესაძლო აქტივობები:
მოსწავლეები მუშაობენ შემდეგ საკითხებზე: მოსწავლეები ინდივიდუალურად გააკეთებენ თავის სამუშაო დღის განრიგს დროების მიხედვით, აღწერენ დროის ინტერვალებს; სამუშაო დღის რა ნაწილს შეადგენს სკოლაში მეცადინეობაზე დასწრება, გაკვეთილის მომზადება; აქვს თუ არა რაიმე გატაცება და რა დროს ანდომებს ამ საქმიანობას. აღწერს რა სახის ცვლილებები ხდება ხოლმე ამ განრიგში და როგორ ახერხებს ამ ცვლილებებისას დღის განრიგის დროის ხელახლა განაწილებას
მონაწილეთა ასაკი:
მე-5 კლასი
ვადების ხანგრძლივობა:
ნამუშევრის წარდგენა 2010 წლის 30 აპრილიდან 5 მაისამდე. ინდივიდუალური კონსულტაციები მასწავლებელთან შესაძლებელია გაკვეთილების შემდეგ.
წარმოდგენილი მასალა უნდა იყოს თბახის ფურცლებზე (ესთეტიკურად ლამაზი, სუფთა) ფაილში ჩაწყობილი.
მოსალოდნელი შედეგები:
მოსწავლეები შექმნიან თავიანთ სამუშაო დღის განრიგს.
შეძლებენ დროის ერთეულებსა და ინტერვალებზე მატემატიკური გამოთვლების განხორციელებას, განუვითარდებათ საკუთრი სასწავლო საქმიანობის დაგეგმვისა და წარმართვის, ინფორმაციის გადახალისების, თვითშეფასებისა და ინდივიდუალური მუშაობის, ისტ-ის საშუალებების გამოყენების უნარი. შეიქმნება პროექტის ბლოგი.
საგნებთან კავშირი:
მატემატიკა, ინფორმატიკა, სამოქალაქო განათლება
No comments:
Post a Comment