Wednesday, May 5, 2010

პროექტი: "ჩემი სამუშაო დღის განრიგი"

პროექტის მოკლე აღწერა:

ოსწავლეები შექმნიან თავიანთი სამუშაო დღის განრიგს

პროექტის შესაძლო აქტივობები:

მოსწავლეები მუშაობენ შემდეგ საკითხებზე: მოსწავლეები ინდივიდუალურად გააკეთებენ თავის სამუშაო დღის განრიგს დროების მიხედვით, აღწერენ დროის ინტერვალებს; სამუშაო დღის რა ნაწილს შეადგენს სკოლაში მეცადინეობაზე დასწრება, გაკვეთილის მომზადება; აქვს თუ არა რაიმე გატაცება და რა დროს ანდომებს ამ საქმიანობას. აღწერს რა სახის ცვლილებები ხდება ხოლმე ამ განრიგში და როგორ ახერხებს ამ ცვლილებებისას დღის განრიგის დროის ხელახლა განაწილებას

მონაწილეთა ასაკი:

მე-5 კლასი

ვადების ხანგრძლივობა:

ნამუშევრის წარდგენა 2010 წლის 30 აპრილიდან 5 მაისამდე. ინდივიდუალური კონსულტაციები მასწავლებელთან შესაძლებელია გაკვეთილების შემდეგ.
წარმოდგენილი მასალა უნდა იყოს თბახის ფურცლებზე (ესთეტიკურად ლამაზი, სუფთა) ფაილში ჩაწყობილი.


მოსალოდნელი შედეგები:

მოსწავლეები შექმნიან თავიანთ სამუშაო დღის განრიგს.

შეძლებენ დროის ერთეულებსა და ინტერვალებზე მატემატიკური გამოთვლების განხორციელებას, განუვითარდებათ საკუთრი სასწავლო საქმიანობის დაგეგმვისა და წარმართვის, ინფორმაციის გადახალისების, თვითშეფასებისა და ინდივიდუალური მუშაობის, ისტ-ის საშუალებების გამოყენების უნარი. შეიქმნება პროექტის ბლოგი.

საგნებთან კავშირი:

მატემატიკა, ინფორმატიკა, სამოქალაქო განათლება


პროექტის შეფასება


1) დღის განრიგი, დროში განაწილებული____ 5ქულა
2) მათემატიკური გამოთვლები____ 3 ქულა
• (მაგ.1) დღის რა ნაწილია რომელიმე საქმიანობა
• (მგ 2)აკეთებს მოსალოდნელი ცვლილებების ან დროის განრიგის ხელახალ განაწილებას და სხვა
 
3) ესთეტიური მხარე _____1ქულა
4) პრეზენტაცია 1 ____ 1ქულა
სულ 10 ქულა


პროექტის მონაწილეები



პროექტში მონაწილეობა მიიღო მე–5 კლასის მოსწავლეებმა: 

გოგოლაძე ანა, ამბროლაძე ნანა, გვენეტაძე ნინო, დარსაველიძე ოთიკო, დარახველიძე ლიკა, კაკიაშვილი გიორგი, კალმახელიძე ანა, კუპრეიშვილი მარიამი, კუბლაშვილი მარიამ, მოსეშვილი დათო, ნიკურაძე ანა, ონიანი გიორგი, სამანიშვილი ლიკა, შარვაშიძე ნიკა, შალამბერიძე დათო, ქოჩიაშვილი ვიკა, ჯოჯუა შაკო, ჭიქავა ავთო, ჭოლაძე თამაზი, ცუცქირიძე სალომე, ფაშკუიძე დათო

მათემატიკის მასწავლებელი: თამარ მურუსიძე

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის  "მასწავლებლობის მაძიებლობის" საპილოტე პროექტის მაძიებელი მასწავლებელი : შორენე აბესაძე

ინფორმატიკის მასწავლებელი: მაკა ჭელიძე

ფოტო კოლაჯი











მასწავლებლის კომენტარი

პროექტი მოსწავლეებისათვის სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა, მასში მონაწილეობა მიიღო კლასის მოსწავლეთა 92% –მა.

პროექტის მიზანა:

მოსწავლეები შეძლებენ

ისრებიან (ციფერბლატებიან) და ელექტრონულ–ციფრულ საათებზე დროის ამოცნობა–დასახელებას; 
 სამუშაოს დაგეგმარებისას დროის ინტერვალებზე არითმეტიკული მოქმედებების გამოყენებას, 

განუვითარდებათ საქმიანობის დაგეგმვისა და თვითშეფასების უნარი.

პროექტი სასწავლოა შედეგები და შესაბამისობაშია მე 5 კლასის ესგ–სთან, მათემატიკისა და ისტ–ის საგნებში

საგანი მათემატიკა

მათ.V.4
იყენებს და ერთმანეთთან აკავშირებს ზომის სხვადასხვა ერთეულებს

• იყენებს დროის 12 და 24 საათიან ფორმატებს და არითმეტიკული მოქმედებების გამოყენებით განსაზღვრავს დროს და დროის ინტერვალს



მათ.V.12
წარმოადგენს თვისებრივ და რაოდენობრივმონაცემებს დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით
• ქმნის მარტივ ცხრილს არაუმეტეს ოცი კლასიფიცირებული და დალაგებული მონაცემებისათვის(მგ: განსაზღვრავს სათაურს, სვეტების და სტრიქონების რაოდენობას და ადგენს ცხრილს)

საგანი ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიები

• იყენებს ისტ–ის საშუალებებს მასწავლებლის მიერ ჩატარებული ან დამოუკიდებელი სასწავლო აქტივობისას (1,3)
• ქმნის მისი ასაკისათვის შესაფერის მულტიმედიურ პროდუქტს, თანაკლასელების, მასწავლებლის, ან მშობლის დახმარებით (3)
• იყენებს ისტ–ის ინფორმაციულ რესურსებს, ამოცანების ამოხსნის თვალსაჩინო წარმოდგენის მიზნით (3, 4, 5, 6)



სამოქალაქო განათლება


მოქალაქის პიროვნული განვითარება
• გეგმავს თავის მომავალ საქმიანობას